“კრიმინალური სისტემის შემქმნელი იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს არათუ არ ინანიებს, არამედ დღესაც იმეორებს დანაშაულს“

“კრიმინალური სისტემის შემქმნელი იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს არათუ არ ინანიებს, არამედ დღესაც იმეორებს დანაშაულს“

ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“, მეგის ქარდავა, ესენი იყვნენ ადამიანები, რომელთა გვარ-სახელებსაც პარლამენტში ყველა მოხსენების დროს ვახსენებდი ხოლმე და ვამბობდი, რომ ესენი არიან კრიმინალები, მწამებლები და ისინი უნდა დაისაჯონ მეთქი. იმავეს ამბობდა ელენე თევდორაძე, რომელიც მაშინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო, მაგრამ არ უშინდებოდა, რომ სიმართლე ეთქვა, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, კრიმინალური სისტემის შემქმნელი იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს არათუ არ ინანიებს, არამედ დღესაც იმეორებს დანაშაულს.

დღეს „ნაციონალურ მოძრაობა“ ამბობს, რომ გმირები არიან ქარდავა და მუხაძე. ასევე გმირად გამოგვიცხადეს შამათავა, რომელსაც სულ მცირე 2 ადამიანი ჰყავს მოკლული სრულიად ცივსისხლიანად. ადამიანები გაიყვანა ზღვაში, დახვრიტა, შემდეგ ქვა მოაბა და ისე ჩაძირა ზღვაში. სწორედ ამ ადამიანზე ამბობენ, რომ გმირია და სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. რაც მთავარია ამ „გმირების“, ამ კრიმინალების მფარველი, ამ კრიმინალური სისტემის შემქმნელი იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს არათუ არ ინანიებს, არამედ დღესაც იმეორებს დანაშაულს. კარგად დავინახეთ გადაყვანის კადრებში, რისი გამკეთებელია ეს კაცი, როდესაც ის ლანძღავს, აგინებს უშვერი სიტყვებით სასჯელაღსრულების თანამშრომლებს. ყველა ეს ადამიანი აგებს პასუხს თავიანთი კრიმინალური სისტემის შემქმნელი სააკაშვილის მეთაურობით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები