საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხუთდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხუთდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ლევან იზორია აშშ-ში ვიზიტს თავდაცვის დეპარტამენტში შეხვედრებით დაიწყებს, სადაც ყურადღება სამხედრო სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში აშშ-ის მხარდაჭერაზე გამახვილდება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი უმასპინძლებს. მოგვიანებით კი, ლევან იზორია ამავე ინსტიტუტში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრება.
ვაშინგტონში ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ქართველი გენერლის, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავს გვირგვინით შეამკობს და გენერლის შვილს, ბრეტ შალიკაშვილს ადგილზე გაესაუბრება.
მსგავსი სიახლეები

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ისეთი თემები, როგორიცაა გუნდიდან ვიღაცის გარიცხვა, გადადგომა, უმრავლესობის გაყოფა და ა.შ. არ განიხილება.
ელისაშვილი-„მეხუთე მოწვევის საკრებულო იყო სამარცხვინო და დაასრულა კიდეც თავისი საქმიანობა სამარცხვინოდ, ლარად ივანიშვილისთვის მიწის ჩუქებით შუაგულ ქალაქში“

სალომე ზურაბიშვილი: ამომრჩევლისთვის ჩემი ხედვების გასაზიარებლად მოვედი, რამდენიც შევძელი, გავაკეთე, ცოტა დრო დამაკლდა
