2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე

„ვიზალიბერალიზაციის 4 წლის თავზე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო და შეგახსენოთ, რომ 2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძე Facebook-ზე წერს.
„ზუსტად 4 წლის წინ, 2017 წლის 28 მარტს, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლება მიიღო.
ეს იყო უდიდესი წარმატება, რომელიც შედეგად მოიტანა ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ, გახდეს დასავლური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, აგრეთვე „ქართული ოცნების” ხელისუფლების ძალისხმევამ და დაუღალავმა მუშაობამ.
მეამაყება, რომ პირადად ვესწრებოდი ევროპარლამენტის სხდომას, რომელზეც ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული“, – წერს „ქართული ოცნების“ ლიდერი.
დღეს ოთხი წელი შესრულდა, რაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ.საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი: ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური, ასევე მნიშვნელოვანი პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა
მსგავსი სიახლეები

აბსოლუტურად გაუგებარი იყო ჩემთან ოქუაშვილის მოსვლა იმის სათქმელად, რომ არ აპირებდა ვალის შემცირებას – მაჭავარიანი
