“უბრალოდ იღებდნენ ფულს და შალვა ნათელაშვილი ბაზალეთზე ხუთსართულიან სასახლეს იშენებდა”

“უბრალოდ იღებდნენ ფულს და შალვა ნათელაშვილი ბაზალეთზე ხუთსართულიან სასახლეს იშენებდა”

2008 წლიდან დღემდე „ლეიბორისტებს“ ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი აქვთ აღებული, ისე რომ პარლამენტში ფეხი არ შეუდგამთ. იღებდნენ ხელფასს, ითხოვდნენ მივლინების ხარჯებს და მივლინებაში ერთხელ არ ყოფილან, აღებული აქვთ ბინის ქირის ფული, ოღონდ ბინა არ დაუქირავებიათ. უბრალოდ იღებდნენ ფულს და შალვა ნათელაშვილი ბაზალეთზე ხუთსართულიან სასახლეს იშენებდა და უნდა, რომ ეს ყოველთვის ასე იყოს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„დაფინანსებასთან დაკავშირებით კონკრეტულად „ლეიბორისტულ პარტიაზე“ არაფერი წერია. თუ პარლამენტში არასოდეს არ შეხვალ – დაფინანსებაც არ უნდა მიიღო. სწორი არ არის? მე ამას მხარი დავუჭირე, იმიტომ რომ ამას ვემხრობი. „ნაციონალური მოძრაობაც“ ემხრობა, ოღონდ ხმამაღლა არ ამბობს. 2008 წლიდან დღემდე „ლეიბორისტებს“ ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი აქვთ აღებული, ისე რომ პარლამენტში ფეხი არ შეუდგამთ. იღებდნენ ხელფასს, ითხოვდნენ მივლინების ხარჯებს და მივლინებაში ერთხელ არ ყოფილან, აღებული აქვთ ბინის ქირის ფული, ოღონდ ბინა არ დაუქირავებიათ. უბრალოდ იღებდნენ ფულს და შალვა ნათელაშვილი ბაზალეთზე ხუთსართულიან სასახლეს იშენებდა და უნდა, რომ ეს ყოველთვის ასე იყოს. თან, ეს ნათელაშვილის წინააღმდეგ კი არაა, მე რომ გადავწყვიტო მუქთახორობა, არ შევიდე პარლამენტში, წამოვწვე მხართეძოზე ან სკუტერით ვისეირნო, როგორც ნათელაშვილი სეირნობს, მეც არ უნდა მომეცეს ამის საშუალება. არავის არ უნდა ჰქონდეს მუქთახორობის უფლება ხალხის ფულის ხარჯზე. აგერ „გირჩს“ და ჩვენ საერთოდ არ გვაქვს დაფინანსება. დღემდე ერთი თეთრი ბიუჯეტიდან არ მიგვიღია, მაგრამ ხომ ვარსებობთ? „ლეიბორისტები“ იქით იყოს, მაგრამ თუ ხარ შარზე, როგორც ახლა „ლელოა“, ათ მცნებასაც მოუძებნი ხარვეზს. ეს არის უკეთესი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებები, არცერთი პარტიისკენ არაა გადაქაჩული. ამხელა საქმე კეთდება, რომ თანაბრად დაკომპლექტდეს ყველა ადმინისტრაცია, თანაბარი მონაწილეობა ჰქონდეს ყველას. ამის გამო მადლობასაც რომ არ გვეუბნებიან, არ გვინდა მადლობა, მაგრამ ლაფს ესვრიან იმას, რაც არის ყველას მონაპოვარი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები