აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარტნიორებს აშშ-ის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარტნიორებს აშშ-ის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარტნიორებს აშშ-ის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკა ყოველთვის იქნება მსოფლიოს გვერდით, განსაკუთრებით თავისი მოკავშირეების გვერდით. აღნიშნული განცხადება ტრამპმა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის გენერალური დებატების გახსნის ღონისძიებაზე გააკეთა.

დონალდ ტრამპმა გამოსვლისას გაერო-ს საქმიანობის მნიშვნელობასა და აშშ-ის შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა კი ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის – ბირთვული იარაღის გამოყენებასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ასევე – მიგრაციასა და კლიმატის ცვლილებებზე.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის გენერალური დებატები 25 სექტემბრამდე გაგრძელდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები