„ხალხი გაბრაზებულია და ნაწყენია“-ბიძინა ივანიშვილი

„ხალხი გაბრაზებულია და ნაწყენია“-ბიძინა ივანიშვილი

„ხალხი გაბრაზებულია და ნაწყენია“ – ასე შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგი.
ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში ხელისუფლების მმართველობის უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მმართველ გუნდში აშკარა პრობლემები გამოიკვეთა.
კერძოდ, მისი განმარტებით, პარლამენტსა და მთავრობას შორის გუნდურობის პრინციპი დაირღვა.
„ხალხი გაბრაზებულია, ნაწყენია. თუმცა, ოპონენტებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს, მთავრობის მეთაურმა დატოვა თანამდებობა. პრობლემები იყო და ეს ჩანდა გუნდურობა დაიკარგა. ვერტიკალი იყო ძალიან შესუსტებული. პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობა იყო ძალიან სუსტი. გუნდის წევრებს შორის ჩართულობა იყო ძალიან დაბალი. იგივე ხდებოდა რეგიონებშიც. პირველი ტურის დასრულების შემდეგ მრავალჯერადი შეხვდრები მქონდა ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან, საკრებულოსა და შტაბის უფროსებთან. სამწუხაროდ, რასაც ვხედავდი იგივე გამოიკვეთა, რომ ძალიან ბევრ მათგანში, ის რაც იკვეთებოდა პარლამენტსა და მთავრობას შორის, იგივე იკვეთება რეგიონშიც“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები