,,ვენეციის კომისიისგან დადებით დასკვნას ველოდები, რადგან პრაქტიკულად არ დარჩა საკითხი, სადაც გვქონდა ვენეციის კომისიისგან განსხვავებული მოსაზრება”-ეკა ბესელია

ბესელიას თქმით, ქართულ მხარეს ვენეციის კომისიის შუალედური დასკვნა ჯერჯერობით არ მიუღია, თუმცა დეპუტატი არ ფიქრობს, რომ კომისიის შეფასება კრიტიკული იქნება.
„დაველოდოთ, ჩვენ ძალიან გვაინტერესებს როგორი იქნება ეს შეფასება. მე პირადად მაქვს მოლოდინი, რომ დასკვნა უნდა იყოს დადებითი, იმიტომ რომ ის პრინციპული შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც ჰქონდა ვენეციის კომისიას და ასეთი იყო 23 რეკომენდაცია, გაზიარებულია. მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური საკითხი იყო, რომელიც მესამე მოსმენის დროს დაზუსტდება და პრაქტიკულად არ დარჩა საკითხი, სადაც გვქონდა განსახვავებული მოსაზრება ვენეციის კომისიისგან“, – განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, ოპოზიციის შეფასებები კონსტიტუციაზე ძალადობასთან დაკავშირებით ძალიან უსამართლოა.
„გარდა იმისა, რომ კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების პროექტი არის უთუოდ ძალიან დემოკრატიული და პროგრესული, ევროპული სტანდარტის, ამავე დროს ძირითადად არის კომპრომისული ვერსიების პროდუქტი. მე შემიძლია დაგისახელოთ ათეულობით ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ჩანაწერი, რომელიც სწორედ კომპრომისის შედეგად შემუშავდა. ამიტომ ყველა განცხადება, რომელსაც ვისმენთ, რომ კონსტიტუციაზე ძალადობაა რაც ხდება, არის ძალიან უსამართლო. ისეთი დათმობები მოხდა ამ მუშაობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვან და პრინციპულ საკითხებზე, რომელიც მე არ მახსოვს, ოდესმე ყოფილიყოს საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების დროს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მსგავსი სიახლეები
კახა კალაძემ, მერიის სტრუქტურულ ერთეულებს, მერიის სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად საჭირო ქმედებების დაწყება დაავალა.

მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ დღეს დაგეგმილი შეხვედრისთვის ოპოზიცია შეკრებას ვერ ახერხებს, რის გამოც იგი პარლამენტში აშშ-ში მისი ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ მივა.
