საქართველო-იაპონიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, ლევან კობერიძე იაპონიის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

საქართველო-იაპონიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, ლევან კობერიძე იაპონიის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

პარლამენტის წევრი, საქართველო-იაპონიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, ლევან კობერიძე იაპონიის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

„შეხვედრაზე იაპონელ დიპლომატს იაპონია-საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერების კუთხით, ჩვენი გეგმების შესახებ, ინფორმაცია მივაწოდე. ეს ეხება როგორც ბიზნესის ხელშეწყობას, ასევე ტურიზმის განვითარებას  და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებებს. ელჩმა, ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების მიზნით, მზადყოფნა გამოთქვა და იაპონია-საქართველოს ბიზნეს ფორუმთან დაკავშირებით,  რამდენიმე კონკრეტული იდეა გამოთქვა. ტადაჰარუ უეჰარასთან შეხვედრისას ღია პლატფორმის შექმნაზე შევთანხმდით, რომელიც საქართველოს და იაპონიის ბიზნესის წარმომადგენლებს ოპერატიულად ინფორმაციის გაცვლის და მჭიდრო კომუნიკაციის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის განვითარების კუთხით, იაპონიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს და ამ მიმართულებით, იაპონიისა და საქართველოს წარმომადგენელთა დელეგაციების ორმხრივი ვიზიტების დღის წესრიგი დაგეგმეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები