თბილისის მერიის ცნობით, დღეს ორბელიანის მოედანზე თბილისის მერი კახა კალაძე პროექტს წარადგენს

თბილისის მერიის ცნობით, დღეს ორბელიანის მოედანზე თბილისის მერი კახა კალაძე პროექტს წარადგენს

თბილისის მერიის ცნობით, დღეს ორბელიანის მოედანზე თბილისის მერი კახა კალაძე პროექტს წარადგენს, რომლის მიზანიც თბილისის ისტორიულ ნაწილში ტურისტული მარშრუტის შექმნა, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებაა.

მერიის ცნობით სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 52 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტით დაფინანსდება. ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განახორციელებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები