ნადარეიშვილის თქმით მარგველაშვილი წუხს, რომ ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს შეკითხვები

ნადარეიშვილის თქმით მარგველაშვილი წუხს, რომ ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს შეკითხვები

შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით, პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ნადარეიშვილის თქმით მარგველაშვილი წუხს, რომ ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს შეკითხვები. აღნიშნული განცხადება პროკურორმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გააკეთა:

„კონსტიტუციით მინიჭებული უფლება­ არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ვინმეს ბოროტად შეუძლია. რაც შეეხება მარგველაშვილს, ჩანს, პრეზიდენტი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები.“- განაცხადა ნადარეიშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ არის ეს მინიშნება იმის შესახებ, რომ შესაძლოა პროკურატურ მომავალში მარგევლაშვილის მიერ გამოცემული შეწყალების აქტებითაც დაინტერესდეს, პროკურორი პასუხობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს:

მინიშნებებით ლაპარაკს არა ვარ შეჩვეული – არსებობს კონკრეტული საქმე­ და კვალიფიკაცია, ასევე პრინციპი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. პროკურატურა დამოუკიდებელი სტრუქტურაა, ისევე როგორც სასამართლო,­ პროკურატურის მუშაობის რევიზიის უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს და არა პრეზიდენტს.“- განაცხადა პროკურორმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები