“ომიკრონის” საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება”

“ომიკრონის” საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება”

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.

კულუმბეგოვმა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

“რომ დავუშვათ თეორიულად, რომ “ომიკრონი” გახდება დომინანტური ვარიანტი, რა შესაძლებლობა აქვს მას გავრცელების კუთხით თუნდაც საქართველოს ტიპის ქვეყანაში შემოსვლიდან დომინანტურობამდე, ანუ მაქსიმალურად რომ მოიცვას დაავადებული ადამიანები – ამას 3-4 თვე დააგვიანდება.

ჩვენ 3-4 თვე “დელტა” ვარიანტის ქვეშ ვცხოვრობთ, რომელიც ხედავთ, დღეში 80 ადამიანის ტრაგედიას იწვევს, ერთი თვის განმავლობაში 1500-მდე ადამიანს გვიკლავს. ამიტომ, შემდგომი 4-5 თვე ჩვენ გვაქვს დელტა ვარიანტი, რაზეც ნამდვილად ვიცით, რომ ვაქცინები მუშაობს. დღეს ძალიან კარგი დღეა, რადგან 13 ათასი ადამიანი აიცრა საქართველოში, ანუ ბოლო პერიოდში ყველაზე მაღალი რიცხვი დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალება, სამწუხაროდ, რეკორდული დაფიქსირდა.

ყველას ვთხოვთ, რომ სანამ “დელტა” ვარიანტი დომინირებს ქვეყანაში და გაზაფხულამდე სავარაუდოდ ასე იქნება, “ომიკრონის” დომინანტურობამდე, ჩვენ ახლა უნდა ვებრძოლოთ “დელტა” ვარიანტს.

სამხრეთ აფრიკის ქვეყანაში, სადაც პაციენტები გაეზარდათ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მძიმე პაციენტების ხარჯზე ეს არ მომხდარა და იმ ქვეყანაში, “ომიკრონით” დაავადებული პაციენტების უმეტესობა არის აუცრელი, ანუ კლინიკები არ გაივსო აცრილი ადამიანებით და არ შეივსო გადატანილი ინფექციის ადამიანებით, რაც ძალიან დამაიმედებელი პროგნოზის საშუალებას იძლევა, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, გამოვიყენოთ ეს შანსი და გაიკეთოს პირველი და მეორე დოზა და ვისაც ეკუთვნის, გაიკეთოს ე.წ. ბუსტერული დოზა ვაქცინის”,- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები