თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს გაიმართება.

თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს გაიმართება.

თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს გაიმართება. სხდომას სავარაუდოდ, გიორგი ტყემალაძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მეექვსე მოწვევის თბილისის საკრებულოში 50 წევრიდან 40 ქართულ ოცნებას, 5 წევრი ნაციონალებს, 3 ევროპულ საქართველოს, 2 კი პატრიოტთა ალიანს ეყოლება.

ახალი მოწვევის საკრებულოს თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა მოუწევს, რომელიც საკრებულოში 15 ნოემბერს უნდა შევიდეს.

დღეს კი მოქმედი საკრებულოს ბოლო სხდომა ჩატარდება.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები