ეკა ბესელიას შეფასებით, ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აკეთებენ, არის პირდაპირი პროვოკაცია და ობსტრუქცია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აკეთებენ, არის პირდაპირი პროვოკაცია და ობსტრუქცია.
ამასთან, დეპუტატი უსამართლოდ მიიჩნევს ზაზა სარალიძის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბესელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში მას შეურაცხყოფა მიაყენა.
„მესმის და ამიტომ მუდმივად ვმიჯნავ შვილმკვდარი მშობლის ტრაგედიას და ემოციას. ის განსხვავებულია და აქ ჩვენი თანაგრძნობის და თანადგომის ხარისხი სხვა არის, მაგრამ როდესაც მე ვუყურებ, რას აკეთებენ „ნაციონალურ მოძრაობის“ ლიდერები, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია და ობსტრუქცია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამასთან, ბესელია არ აკონკრეტებს ზაზა სარალიძის მოთხოვნის თანახმად, დატოვებს თუ არა პარლამენტის საგამოძიებო კომისიას.
„მე მინდა, ჩემი თანაგრძნობის მასშტაბი იყოს იმხელა, რომ დაიტიოს, მათ შორის, ასეთი უსამართლო შეფასებები, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. როგორ ფიქრობთ, ჩემი ოცნებაა ამ კომისიაში ვიყო? საჭირო იყო გარკვეული პროფესიული, ობიექტური გამოცდილების მიხმარება, თორემ ჩემი პირადი ახირებით და ოცნებით კი არ ვარ ამ კომისიაში. მე არ მაქვს პოზიცია, რომ აუცილებლად უნდა ვიყო კომისიაში, მანდატი მივიღე პარლამენტის მხრიდან, საჭიროებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ბესელიამ.
მსგავსი სიახლეები
გიორგი გახარია-„კახა კალაძემ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნამდვილი ლიდერია. მას შეუძლია წარმატებით შეასრულოს ყველა დონის, ყველა სახის ამოცანა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ ეტაპზეც წარმატებული იქნება“

“მე, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ველოდები, შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოსადმი”
