შალვა პაპუაშვილი გიგა ბათიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

შალვა პაპუაშვილი გიგა ბათიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი არქიტექტორის და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, გიგა ბათიაშვილის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სამძიმრის წერილში.

„განუზომელია ის დამსახურება, რომელიც მას ჩვენი დედაქალაქის და მისი ისტორიული იერსახის აღდგენა-შენარჩუნებაში მიუძღვის.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი გიგას ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს“, – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის წერილში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები