მთავარი პროკურორი არ გამორიცხავს, რომ მტკიცებულების ერთობლიობის შეფასების შედეგად, “ქართული მარშის” წევრებს ბრალი დაუმძიმდეთ.

მთავარი პროკურორი არ გამორიცხავს, რომ მტკიცებულების ერთობლიობის შეფასების შედეგად, “ქართული მარშის” წევრებს ბრალი დაუმძიმდეთ.

მთავარი პროკურორი არ გამორიცხავს, რომ მტკიცებულების ერთობლიობის შეფასების შედეგად, “ქართული მარშის” წევრებს ბრალი დაუმძიმდეთ.
როგორც ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მტკიცებულებების ერთობლიობის შემდეგ საბოოლო ბრალი განისაზღვრება.
მისივე განმარტებით, „ქართული მარშის“ წევრებს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.
როგორც მან აღნიშნა, გამოძიება მიმდინარეობს და ყველა პირის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება, ასახული იქნება ბრალის დადგენილებაში.
“ამ ეტაპზე ბრალდებულის სახით დაკავებულია 6 პირი. ბრალის წარდგენა ოფიციალურად მოხდება დღეს, რის შემდეგაც პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით. ამ ეტაპზე სამართლებრივი შეფასებებისგან მე თავს შევიკავებ. როგორც იცით, კონკრეტული პირები არიან დაკავებულები ბრალდებულების სახით. ახლაც მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მოხდება საქმეზე შეგროვილი ყველა მტკიცებულების შეფასება და სწორედ ამ მტკიცებულებების საფუძველზე მოხდება პირველადი ბრალის კვალიფიკაციის განსაზღვრა. ეს იქნება პირველადი ბრალი, გამოძიება გაგრძელდება და ის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გამოიკვეთება თითოეული პირის მხრიდან, რა თქმა უნდა, ასახული იქნება ჩვენი ბრალდების დადგენილებაში”, – განაცხადა შოთაძემ.
რაც შეეხება „ქართული მარშის“ მიერ დაანონსებულ ახალ აქციას, რომლის დროსაც ისინი გეგმავენ, რომ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მისცენ, შოთაძის თქმით, სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რათა თითოეული მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები იყოს დაცული.
“საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები, რა თქმა უნდა, მიიღებენ ადეკვატურ ზომებს, რათა მოხდეს ყველა შესაძლო დანაშაულის პრევენცია. შესაბამისად, შსს და სხვა სამართალდამცავი ორგანოები გაატერებენ ყველა ზომას, რათა საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები იყოს დაცული”, – განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ 19 მარტს „ქართული მარშის” წევრებმა „რუსთავი 2”-ის შენობასთან გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ შემდეგ რეპლიკა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა არხის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით, 5 პირი კი სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები