საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პასკალ მენიემ.c

საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პასკალ მენიემ.c

საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პასკალ მენიემ.

შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, ტრანსპორტის, ტურიზმისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე წლის მარტში თბილისში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონული ოფისის გახსნის მნიშვნელობას, ასევე, ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივაზე, მათ შორის, ისეთ სფეროებში როგორიცაა ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, რეგიონული განვითარება.

ფინანსთა მინისტრმა, სტუმარს მიმდინარე მაკროეკონომიკური მდგომარეობა, 2018 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები და მომავალ წელს ფინანსთა სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო, განსაკუთრებით დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების გამარტივების მიმართულებით.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები