საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაესტროს“ ეთერში საუბრისას თქვა, რომ პოლიტიკური არბიტრობა იოლი არ არის.

“პირველ სერიაში, როცა ოპოზიციასთან დიალოგის მაგიდა შევქმენი, მაკრიტიკებდა ხელისუფლება, მეორე სერიაში, როდესაც ხელი მოვაწერე კონსტიტუციას, მაკრიტიკებდა ოპოზიცია”- თქვა მარგველაშვილმა ბოლო დროს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ ხელისუფლებიუსა და ხელისუფლების ოპონენტების რეაქციების კომეტირებისას.

“ამ დროს ყველა გაკრიტიკებს”- აღნიშნავს ის.

„თუ ვინმეს მიაჩნია, რომ არბიტრი ცოტა ნირვანაში მყოფი პოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს, რომელმაც არ უნდა იცოდეს, წარმოდგენა არ უნდა ჰქონდეს, რა ხდება პოლიტიკურ რეალობაში, კომენტარს არ უნდა აკეთებდეს, უნდა ამბობდეს, რომ პოლიტიკა მე არ მეხება, ბუდისტურ-ნირვანისტური პრეზიდენტი თუ ჰგონიათ არბიტრი, ეს არის არასწორი. ბუნებრივია ის კრიტიკა, რომელიც მანამდე მოდიოდა „ქართული ოცნებიდან“, რომ როგორ ვესაუბრები ოპოზიციას, რატომ ვარ ოპოზიციური. მერე ბუნებრივი იყო ის კრიტიკა, რომელიც მოდიოდა ოპოზიციიდან, თუ რატომ მოვაწერე კონსტიტუციურ ცვლილებებს ხელი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები