“თვითმმართველობის საქმიანობაში ჩავერიოთ ბატონო ზაალ?!“ – კახა კალაძემ უდუმაშვილის ბრალდებას უპასუხა

“თვითმმართველობის საქმიანობაში ჩავერიოთ ბატონო ზაალ?!“ – კახა კალაძემ უდუმაშვილის ბრალდებას უპასუხა

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა კახა კალაძეს ვიცე-პრემიერის პოსტზე მუშაობის პერიოდი შეახსენა და დედაქალაქში არსებული სიტუაციის გაუარესებაში ბრალი დასდო.

მან გადაცემაში “ამომრჩევლის პირისპირ” კახა კალაძეს კითხვით მიმართა, თუ რატომ არ დაინტერესდა ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში შექმნილი ვითარებით, რადგანაც მისი თქმით, ქვეყნის ვიცე-პრემიერს გაცილებით მეტი უფლება-მოვალეობები აქვს, ვიდრე ენერგეტიკის მინისტრს.

„ბუნებრივია ყველაფერზე, რაც ხდებოდა, პასუხისმგებელი კახა კალაძეა, ზუსტად ისე, როგორც დავით ნარმანია. ბატონი კახა ამ ქვეყნის ვიცე-პრემიერი იყო და ენერტეგიკის მინისტრიც. ვიცე-პრემიერს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ გაცილებით მეტი უფლებები და ვალდებულებები გქონდათ, ვიდრე ენერგეტიკის მინისტრს. ამ ხუთი წლის განმავლობაში, ერთხელაც არ მომისმენია კრიტიკული გამონათქვამი თბილისის მოქმედი მერის მიმართ“, – მიმართა ზაალ უდუმაშვილმა კახა კალაძეს.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილს მის მიერ გაკეთებული განცხადებების გადახედვა ურჩია და შეახსენა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ვერავინ ჩაერევა.

„თვითმმართველობის საქმიანობაში ჩავერიოთ ბატონო ზაალ?! შეგიძლიათ ამოიღოთ ჩემი განცხადებები“, – მიმართა კალაძემ ზაალ უდუმაშვილს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები