დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა ნდობის ჯგუფის შექმნის საკითხს განიხილავს

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა ნდობის ჯგუფის შექმნის საკითხს განიხილავს

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა ნდობის ჯგუფის შექმნის საკითხს განიხილავს. იმის გათვალისწინებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ხუთი კაცისგან შემდგარ ნდობის ჯგუფში დარჩენილ ერთ ადგილს ვერ ინაწილებენ, საკანონმდებლო ორგანოს ჯგუფის დაკომპლექტება ოთხი წევრისგან მოუწევს.

ნაციონალური მოძრაობის წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, თუ ხელისუფლებას რეალური ოპოზიცია სურს ყავდეს ნდობის ჯგუფში, მაშინ “მთავარი ოპოზიციური ძალა უნდა იყოს წარმოდგენილი”.

“თუ ხელისუფლებას სურს, რეალური ოპოზიცია ყავდეს ნდობის ჯგუფში და რეალური ზედამხედველობა განახორციელოს, რაც უმთავრესი ქვაკუთხედია ნდობის ჯგუფის ფუნქციონირების, მაშინ ბუნებრივია მთავარი ოპოზიციური ძალა უნდა იყოს წარმოდგენილი. თუ უნდათ, რომ ბუტაფორია შექმნან, რა თქმა უნდა, ისინი არ დაუშვებენ მთავარი ოპოზიციური ძალის მონაწილეობას. არანაირ შეთანხმებებს და გარიგებებს ჩვენ როგორც ყოველთვის არ ვაპირებთ”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მეხუთე კვოტის პრეტენდენტები სალომე სამადაშვილი და ირმა ინაშვილი არიან. ჯგუფში იქნებიან: უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირაკლი აბესაძე.

ამ საკითხზე განცხადება დღეს ირაკლი სესიაშვილმაც გააკეთა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები