საქართველოს პრეზიდენტი საბერძნეთის პრემიერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი საბერძნეთის პრემიერს შეხვდა

საბერძნეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა საბერძნეთის პრემიერ ალექსის ციპრასთან მოლაპარაკებები გამართა.

გიორგი მარგველაშვილის პრესამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები ვაჭრობის, ტურიზმის, ბიზნესთანამშრომლობის გასაღრმავებლად.

ალექსის ციპრასმა საბერძნეთის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მისწრაფებების მიმართ სრული მხარდაჭერა დაადასტურა.

ამასთან, შეხვედრაზე მარგველაშვილმა და ციპრასმა ვრცლად ისაუბრეს უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს პრეზიდენტმა საბერძნეთის პრემიერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის, ინვესტიციების მოზიდვისა და გამოცდილების გაზიარების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის პოზიტიურ დინამიკას.

მანამდე გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთის პრეზიდენტი პროკოპის პავლოპულოსი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად თბილისში მოიწვია.

გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი საბერძნეთში 7 თებერვალს დაიწყო.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები