ეს არის პარტია „რუსთავი 2“-ის მიერ გაჟღერებული სიცრუე, თითქოს თბილისის მერიაში მოადგილეებს გაეზარდათ ხელფასები

ეს არის პარტია „რუსთავი 2“-ის მიერ გაჟღერებული სიცრუე, თითქოს თბილისის მერიაში მოადგილეებს გაეზარდათ ხელფასები

ეს არის პარტია „რუსთავი 2“-ის მიერ გაჟღერებული სიცრუე, თითქოს თბილისის მერიაში მოადგილეებს გაეზარდათ ხელფასები – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეების ხელფასების გაზრდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც კალაძემ განმარტა, დანამატი და თანამდებობრივი სარგო გაერთიანდა და დაერქვა ხელფასი.
”ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ეს არის პარტია „რუსთავი 2“-ის მიერ გაჟღერებული სიცრუე, თითქოს თბილისის მერიაში მოადგილეებს გაეზარდათ ხელფასები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი თეთრით არ გაზრდილა 2018 წლის ხელფასები, მხოლოდ სახელის ცვლილება მოხდა. დანამატი და თანამდებობრივი სარგო გაერთიანდა და დაერქვა ხელფასი. ასე რომ, არც ერთი თეთრით არ გაზრდილა ხელფასები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები