„საპატრულო პოლიცია გახდება უფრო მოქნილი და მოდერნიზებული“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვლმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა შსს-ს კრიმინალური პოლიციის რეფორმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმა არასრულწლოვანთა შორის ძალადობის მინიმუმამდე შემცირებას ითვალისწინებს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საპატრულო პოლიცია გახდება უფრო მოქნილი და მოდერნიზებული, ხოლო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება.
„2017 წლის განმავლობაში ჩვენ ევროპოლთან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ მოექცევა არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციის საკითხი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელეთ. კომპლექსურად ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ, მათ შორის, რომ მასობრივი სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და მთლიანად საზოგადოების ჩართულობის კონტექსტში, რომ არასრულწლოვანთა შორის ძალადობა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მსგავსი სიახლეები

მამუკა ბახტაძე: პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

საქართველო, ისტორიაში პირველად, 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის – „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თავმჯდომარე გახდა.

“მე ვფიქრობ, კონკრეტული ადამიანები იმსახურებენ შეწყალებას, თუმცა არის დანაშაულები, რომლებიც მოწყალებას და შეწყალებას არ ექვემდებარება”-გია ვოლსკი
