საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი ეწვევა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი ეწვევა. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
„26 მაისს საქართველოში ვიზიტი დაადასტურა დღეს ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან სატელეფონო საუბრისას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.
პრეზიდენტებმა ნატო-ს მომავალი სამიტის სამზადისი განიხილეს და ისაუბრეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე“,- აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

ელენე ხოშტარია – გრიგოლ ვაშაძისგან მოვისმინეთ მორიგი ტალახის სროლა, მათი სტილია განსხვავებულ აზრზე თავდასხმა
