გენერალური გეგმა თავისი არსით ისეთი დოკუმენტია, რომ აბსოლუტურად უნივერსალურ და ყველასთვის მოსაწონ დოკუმეტს ვერ მივიღებთ-დავით ნარმანია

გენერალური გეგმა თავისი არსით ისეთი დოკუმენტია, რომ აბსოლუტურად უნივერსალურ და ყველასთვის მოსაწონ დოკუმეტს ვერ მივიღებთ-დავით ნარმანია

გენერალური გეგმა თავისი არსით ისეთი დოკუმენტია, რომ აბსოლუტურად უნივერსალურ და ყველასთვის მოსაწონ დოკუმეტს ვერ მივიღებთ, – ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.
ნარმანიას თქმით, კარგი იქნება, თუ გენგეგმასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია და გენგემაზე მომუშავე ჯგუფი დასხდება და იმსჯელებს.

„მე მგონი, ახლა არის ის ეტაპი, როდესაც გენერალური გეგმის ჯგუფი და თბილისის მერია ერთად უნდა დასხდნენ. ცალ-ცალკე განხილვებით და ასე ვთქვათ ეთერებით ეს საკითხი ასე არ მოგვარდება. უბან-უბან უნდა გაიარონ წარმოდგენილი ზონირება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც საუბარი, რომ ახალი მერიის პროგრამა, ახალი გუნდის ხედვები შესაძლოა ოდნავ განსხვავებული იყოს, ვიდრე ჩემი პროგრამა და ჩემი ხედვები იყო. ამიტომ გენგეგმის, ასე ვთქვათ, კონცეპტუალური ქუდი და საკითხი, ასევე ახალი გუნდის, კახი კალაძის საარჩევნო პროგრამა ერთმანეთთან ჰარმონიზაციაში უნდა მოვიდეს. შესაბამისად, ითქვა კიდეც, რომ კარები ღიაა და ერთად გავიაროთ საკითხი. ახლა ყველამ თავისი პოლიტიკური, პიროვნული ამბიცია თუ სხვა რაღაცები გვერდზე უნდა გადადოს, ვინაიდან ერთად დასხდომის დროა. შეუთანხმებელი არაფერი იქნება, უბრალოდ გენერალური გეგმა თავისი არსით ისეთი დოკუმენტია, რომ აბსოლუტურად უნივერსალურ და ყველასთვის მოსაწონ დოკუმენტს ვერ მივიღებთ’, – განაცხადა ნარმანიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები