იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტს გარკვეული პოლიტიკური მიზნები აქვს-მამუკა მდინარაძე

იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტს გარკვეული პოლიტიკური მიზნები აქვს-მამუკა მდინარაძე

“იუსტიციის საბჭოსთან მიმართებაში და დოლიძის განცხადებებში საარჩევნო კამპანიის მიზნებს ვერ დავინახავდი, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ პრეზიდენტს გარკვეული პოლიტიკური მიზნები აქვს და ყველაფერს აკეთებს, რომ პოლიტიკური მიზნების შესაბამისი რეალიზება მოხდეს”,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი სასამართლოს საქმიანობაში არ ერევა.
„ბუნებრივია, პრეზიდენტის წარმომადგენელის მხრიდან გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს ვერ გამოვრიცხავ, თუმცა მმართველი გუნდი სასამართლოს საქმიანობაში არ ერევა და შეგვიძლია, ვითარება მხოლოდ ზოგადად შევაფასოთ. გარკვეული კამათები არის, რაც სასამართლოში უნდა დარჩეს. სასამართლო დამოუკიდებელია და თავისი საქმიანობა უნდა განაგრძოს. ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ, მეტად უფრო დამოუკიდებელი და მაღალი ხარისხის სასამართლო უნდა მივიღოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემა ზურაბ ადეიშვილის ნარჩენებისგან უნდა გათავისუფლდეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები