სამხარაულის ბიუროს დასკვნით, ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით გამოწვეული ინტოქსიკაცია გახდა

სამხარაულის ბიუროს დასკვნით, ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით გამოწვეული ინტოქსიკაცია გახდა

ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ სისხლ-ძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, – ამის შესახებ ნათქვამია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში, რომელიც შს სამინისტრომ 30 დეკემბერს მიიღო.

როგორც „იმედინიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ეს დასკვნა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს დაერთო.

„გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოებში). ორმხრივი საზარდულის მიდამოს კანში და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, მარცხნივ ხანდაზმულობით სიკვდილამდე 5 წუთი- ერთი საათი, მარჯვნივ 30 წთ-4 საათი“, – წერია დასკვნაში.

აღნიშნულ დასკვნას ხელს აწერენ კონსტანტინე ცქიტიშვილი და ალექსანდრე გეჯაძე.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები