გიგი უგულავა გოგა ონიანის დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და სასამართლო პროცესს „უსამართლო“ და „დაუსაბუთებელი“ უწოდა.

გიგი უგულავა გოგა ონიანის დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და სასამართლო პროცესს „უსამართლო“ და „დაუსაბუთებელი“ უწოდა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ადვოკატ გოგა ონიანის დაკავებას სოციალურ ქსელშიგამოეხმაურა და სასამართლო პროცესს „უსამართლო“ და „დაუსაბუთებელი“ უწოდა.

„გოგა ონიანის დაპატიმრება არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და ყოვლად უტვინო გადაწყვეტილება. გოგას „კმარას” დროიდან ვიცნობ და ვიცი გაუძლებს. სოლიდარობა მას და მის ოჯახს”, – წერს უგულავა.

იმავე პოსტში უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებასაც გამოეხმაურა. „მელიას პრუტუნი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი და ყველას მინდა გთხოვოთ ასეთ დროს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. თუ რამე აწყობს ასეთ ვითარებაში ივანიშვილის რეჟიმს, სწორედ ესაა – პოლიტიკური დევნა შიდაოპოზიციურ „რაზბორკაში” გადაიტანოს. ეს სუბიექტი ჯგუშიას მაგონებს. იყო ასეთი პოლიტიკოსი შევარდნაძის ეპოქაში. იმდენი ქნა ბოლოში თავისიან სხვისიანათ მას უბრახუნებდა“, – წერს უგულავა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გოგა ონიანის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. სასამართლომ ბრალდებულს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ის წარდგენილ ოთხივე მუხლში გაამტყუნა. საბოლოოდ, მას 4 წლითა და 6 თვით ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გოგა ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.

ბრალდების მხარის განცხადებით, 2011 წელს გოგა ონიანმა, რომელიც მაშინ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ორი პირი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაუდო.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები