ბათუმში, ცეცხლსასროლი იარაღით 30 წლის მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში, ცეცხლსასროლი იარაღით 30 წლის მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში, ცეცხლსასროლი იარაღით 30 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი ფეხის არეში არის დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა მსუბუქი ავტომობილი იპოვეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის კვალი ეტყობოდა.

როგორც შსს-ში „კვირას“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 -ე და 236 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები