პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თბილისელ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის და დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქში არსებული ქუჩები, პარტიის მხარდამჭერი პლაკატებისგან გათავისუფლდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბიდან აცნობეს, დასუფთავების პირველი აქცია დღეს, საბურთალოს, ჩუღურეთისა და გლდანის რაიონებში გაიმართა, რომელშიც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მონაწილეობდნენ.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ოფიციალური ვიზიტით, პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, ხვალ ეწვევა.
