თბილისის გენერალური გეგმა ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს-სოფო კილაძე

თბილისის გენერალური გეგმა ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს-სოფო კილაძე

თბილისის გენერალური გეგმა ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ გენერალურ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

“წლების განმავლობაში თბილისი ქაოტურად ვითარდებოდა და შედეგად მივიღეთ უამრავი პრობლემა, რომელიც ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის სერიოზულ დისკომფორტს ქმნის. მაგალითად, ქაოტური მშენებლობები, საცობები გზებზე, რეკრეაციული ზონების ნაკლებობა და მისგან მომდინარე ეკოლოგიური პრობლემები.
პირველ რიგში, ამ ქაოსის საფუძველია ის, რომ ქალაქს არ ჰქონდა გენერალური გეგმა, რომელიც გარკვეულ ჩარჩოში მოაქცევდა ამ პრობლემებს და დაარეგულირებდა მათ. კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაპირდა საზოგადოებას, რომ შექმნიდა ამ გეგმას და მან შეასრულა ეს დაპირება უმოკლეს ვადებში.
მე, როგორც ნაძალადევის მაჟორიტარი მივესალმები გენერალურ გეგმას და მგონია, რომ იგი ისეთივე წარმატებით განხორციელდება ცხოვრებაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თბილისის გენერალური გეგმა ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის”, – განაცხადა კილაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები