“ქართული ოჯახის სოციალური სტრუქტურა ცოტა სხვანაირია – ხშირად, 3 და 4 თაობა ვცხოვრობთ ერთად, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში”

დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სიკვდილიანობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი გვაქვს და სტატისტიკურად, საქართველო, ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით უკეთესად გამოიყურება, ეს კონკრეტული ადამიანების სიცოცხლეა და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ციფრები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პირველ რიგში, ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი მოხუცების, ხანდაზმულების ჯანმრთელობას.
„ეს არის ყველაზე რისკის შემცველი სოციალური ჯგუფი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ოჯახის სოციალური სტრუქტურა ცოტა სხვანაირია და ჩვენ, ხშირად, 3 და 4 თაობა ვცხოვრობთ ერთად, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ეს უნდა გავითვალისწინოთ და ყველამ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჩვენი თავი, ვატაროთ პირბადე, რამეთუ დავიცვათ ჩვენი ახლობლები და ჩვენი ხანდაზმულები“, – აღნიშნა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები

თამარ ჩუგოშვილი: ვერ გამოვრიცხავ, რამდენიმე უმრავლესობის წევრისთვის მიუღებელი იყოს საარჩევნო სისტემის შეცვლა

„ნაცმოძრაობა” არის კრიმინალური, ბინძური პოლიტიკური ძალა, რომელსაც საქართველოში პოლიტიკური მომავალი არ აქვს-კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტის სასახლე არ არის ბოლომდე ადაპტირებული შშმ პირებისთვის და ჩვენ ამ ცვლილებებს დავიწყებთ

მამუკა ბახტაძე – 3,4 მლრდ ევროს დახმარება, რომელიც ევროკავშირმა გამოყო, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაიხარჯება
