პარლამენტის დელეგაციამ აშშ-ის კონგრესისა და ამერიკის უმაღლეს აუდიტორულ ოფისში (GAO) შეხვედრა გამართა

პარლამენტის დელეგაციამ აშშ-ის კონგრესისა და ამერიკის უმაღლეს აუდიტორულ ოფისში (GAO) შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით  ვაშინგტონში ვიზიტის განაგრძობს.
დელეგაციის წევრები კონგრესისა და ამერიკის უმაღლესი აუდიტორული ოფისის (GAO) ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
საქართველოს პარლამენტის წევრებმა GAO-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ვაჭრობის დირექტორის, ჯიმ მიშელისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია კონგრესისა და ამერიკის უმაღლეს აუდიტორული ოფისის მანდატისა და მუშაობის შესახებ. GAO არის ერთ-ერთი მთავარი სამთავრობო სააგენტო, რომელიც ახორციელებს და აწარმოებს ყველა ფედერალური მთავრობის პროგრამების ფინანსურ აუდიტს და ანგარიშვალდებულია კონგრესთან.
ქართველი პარლამენტარები დაინტერესდნენ სააგენტოს ოპერაციული პროცედურებით, თუ როგორ ხდება საკანონმდებლო განყოფილებასთან ურთიერთობა და მიიღეს ინფორმაცია GAO-ს წლიური მუშაობის მასშტაბების შესახებ.
დელეგატების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი აუდიტის ნაწილში სააგენტოს მუშაობამ გამოიწვია. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა.
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე კონგრესისა და ამერიკის უმაღლესი აუდიტორული ოფისის წარმომადგენლებს საპარლამენტო კომიტეტის საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ურთიერთობების საკითხებზე საუბრა.
პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების – „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში იმყოფება.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე, კახაბერ კუჭავა, ანრი ოხანაშვილი, ოთარ დანელია, გიორგი კახიანი, ნინო გოგუაძე, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ასევე პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე – დავით გელაშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები