მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ისეთ მოდელზე, რომელიც ქვეყანაში ნარკოტიკების პრობლემას შეამცირებს-არჩილ თალაკვაძე

მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ისეთ მოდელზე, რომელიც ქვეყანაში ნარკოტიკების პრობლემას შეამცირებს, – ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძე თვლის, რომ ნარკოპოლიტიკის კუთხით არსებული კანონმდებლობა შესაცვლელია.
„მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ისეთ მოდელზე, რომელიც შეამცირებს ქვეყანაში ნარკოტიკების პრობლემას, დაიცავს ჩვენს შვილებს და ახალგაზრდებს ნარკოტიკების ზიანისგან და ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. ნარკოდამოკიდებულ პირებს დავეხმარებით მკურნალობის, რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების პროგრამებით, ხოლო, პოლიციას ხელს შევუწყობთ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან და გამსაღებლებთან ბრძოლაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

“2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მას შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისადმი ჩადენილი ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები სწორედ რუსეთის პასუხისმგებლობაა”-თამარ ხულორდავა
