“ნუ დავამსგავსეთ პარლამენტი “მაკდრაივს“, რომ შეკვეთა მოვიდა და უცებ უკანა თათებზე დავდგეთ და შევქმნათ კომისია”

“ნუ დავამსგავსეთ პარლამენტი “მაკდრაივს“, რომ შეკვეთა მოვიდა და უცებ უკანა თათებზე დავდგეთ და შევქმნათ კომისია”

დავით ზილფიმიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხმაურება. „ევროპელი სოციალისტების“ წევრი აცხადებს, რომ კომისია პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაფიქსირებულ წამების ფაქტებზე უნდა შეიქმნას.

„წამების ფაქტებზე კომისიის შექმნა უბრალოდ აუცილებელია და ეს უნდა დავიწყოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მოღვაწეობის პერიოდიდან. კერძოდ, წამების იმ ასობით ათასი ფაქტით, რაც განხორციელდა. დღემდე ეს საკითხი ჰაერშია და არავის შეუსწავლია და უნდა შევაფასოთ. ეს დროზე უნდა გავაკეთოთ და მხარს დავუჭერ ამ კომისიის შექმნას. ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ნუ დავამსგავსეთ პარლამენტი „მაკდრაივს“, რომ შეკვეთა მოვიდა და უცებ უკანა თათებზე დავდგეთ და შევქმნათ კომისია“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტენ, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნება. კომისიის შექმნის შესახებ პროექტის ინიცირების უფლება აქვს, მათ შორის, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ 1/5-ს ანუ 30 დეპუტატს, ხოლო შექმნაზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის 1/3, შესაბამისად, საჭიროა 50 დეპუტატის მხარდაჭერა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები