“ყველას, ვინც ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს, ვულოცავ მაცხოვრის შობას”

“ყველას, ვინც ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს, ვულოცავ მაცხოვრის შობას”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მოსახლეობას შობის დღესასსწაულს ულოცავს.

„საქართველოში მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელს და ყველას, ვინც ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს, ვულოცავ მაცხოვრის შობას!

განსაკუთრებულად, მინდა, შობის დღესასწაული მივულოცო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს.

ქრისტეს შობით გამოწვეული სიხარული სუფევდეს თქვენს გულებში და ოჯახებში! ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და სიკეთით სავსე ცხოვრებას გისურვებთ“, – აღნიშნულია მილოცვის წერილში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები