არჩილ თალაკვაძე-„რეფორმებს, რომელიც საქართველომ პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში გაატარა, დასავლური ინსტიტუტები დადებითად აფასებენ“

არჩილ თალაკვაძე-„რეფორმებს, რომელიც საქართველომ პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში გაატარა, დასავლური ინსტიტუტები დადებითად აფასებენ“

„რეფორმებს, რომელიც საქართველომ პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში გაატარა, დასავლური ინსტიტუტები დადებითად აფასებენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში საქართველოში დანაშაულისა და ძალადობის გამო ბიზნესისთვის მიყენებული ფინანსური ზარალი დაბალია. თალაკვაძის თქმით, საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 26 პოზიციით დაწინაურდა.
„საქართველოს პოლიციის საქმიანობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ყოველწლიურ ანგარიშში მაღალი რეიტინგით არის შეფასებული – 2017 წელს, 2012 წელთან შედარებით, საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის მაჩვენებელი 37 პოზიციით გაუმჯობესდა და  ქვეყანამ 75-დან 38-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ვულოცავ თითოეულ პოლიციელს ამ წარმატებას! თქვენ ემსახურებით საქართველოს!“, – აღნიშნავს თალაკვაძე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები