“ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე ასჯერ მეტი ადამიანი მოვიდა, ვიდრე დღეს ვიხილავთ საპროტესტო აქციაზე”

“ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე ასჯერ მეტი ადამიანი მოვიდა, ვიდრე დღეს ვიხილავთ საპროტესტო აქციაზე”

მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება სამართალზე და კანონზე გადის – მან უნდა მოიხადოს ის სასჯელი, როემლიც მისჯილი აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა უკვე დარწმუნდა და დაიღალა იმით, რომ სააკაშვილის გათავისუფლების იდეამ ფრთა ვერ შეისხა.

„დღეს შეიძლება რამოდენიმე ასეულობით ადამიანი შეიკრიბოს რუსთაველის გამზირზე და მიულოცოს მას დაბადების დღე – ეს არის რეალურად ის მხარდამჭერები, ვინც მისი გათავისუფლების იდეას ჰყავს. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ არათუ პარლამეტისკენ ნაბიჯის გადმოდგმას ცდილობენ, არამედ პირიქით – „ნაციონალური მოძრაობა“ მიდის მარგინალიზაციისკენ და ერთი ადამიანის გაკულტებისკენ. 2 კვირის წინ რუსთაველის გამზირზე, ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე ასჯერ მეტი ადამიანი მოვიდა, ვიდრე დღეს ვიხილავთ საპროტესტო აქციაზე – ეს არის რეალური სურათი, ხალხს არ აინტერესებს მიხეილ სააკაშვილი, ხალხს აინტერესებს პრობლემების მოგვარება და ამაზე გადავიდა „ქართული ოცნება“, – განაცხადა ამილახვარმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები