გრიგოლ ვაშაძის ერთ-ერთი დაპირება, რომელიც პენსიონერებისთვის პენსიის მატებას ეხება, მორიგი სიცრუე და ფარსი აღმოჩნდა.

გრიგოლ ვაშაძის ერთ-ერთი დაპირება, რომელიც პენსიონერებისთვის პენსიის მატებას ეხება, მორიგი სიცრუე და ფარსი აღმოჩნდა.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ერთ-ერთი დაპირება, რომელიც პენსიონერებისთვის პენსიის მატებას ეხება, მორიგი სიცრუე და ფარსი აღმოჩნდა.
“ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო დეპუტატის, რომან გოცირიძის გამოთვლებით, პენსიონერებს 400 ლარამდე პენსია, სავარაუდოდ, 2050 წლამდე გაეზრდებათ.
რომან გოცირიძე განმარტავს, რომ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებისა და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, მთავრობა ვალდებული იქნება პენსიები გაზარდოს. მისი აზრით, პენსია, ყოველწლიური 10-ლარიანი დანამატით, 400 ლარს, დაახლოებით, 2050 წლისთვის მიაღწევს.
ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის კითხვაზე, როგორ აპირებს ოპოზიცია პენსიის 400 ლარამდე გაზრდას, პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე სოცილურ ქსელში პასუხობს:
“როგორ აპირებთ პენსიის 400 ლარამდე გაზრდას? 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 732 000 პენსიონერია (და ეს რიცხვი ყოველ წელს რამდენიმე ათეული ათასით იზრდება). დღეს პენსია 180 ლარია ანუ 220 ლარით ზრდით. 220 გამრავლებული 732 000-ზე უდრის 161 040 000-ს. ანუ თვეში დამატებით ასსამოცდაერთი მილიონი გჭირდებათ. ეს რომ 12-ზე გავამრავლოთ იქნება 1, 932, 480, 000. ანუ თითქმის ორი მილიარდი გჭირდებათ ყოველ წელს. საიდან მოგაქვთ ეს ორი მილიარდი?” – ამ კითხვით ჟურნალისტმა დეპუტატს სოციალურ ქსელში მიმართა.
“ორ ეტაპად. 220 ლარი იქნება 2020 წელს ამათი ნაზარდით. შემდეგ 300 ლარამდე გავზრდით და მომდევნო ზრდა იქნება 400 ლარი. ყველაფერი გათვლილია”, – პასუხობს რომან გოცირიძე და აქვე დასძენს:
”ვინ თქვა რომ ერთ დღეში ვზრდით? 2021 წელს ჩვენ დაგვხვდება ამათი ნაცოდვილარი 220 ლარი პენსია. გათვალეთ აქედან, რამდენი უნდა 180 ლარით პენსიის ზრდას ორ ეტაპად მაღალი ეკ. ზრდის ტემპის პირობებში”, – წერს რომან გოცირიძე.

როგორც “კვირასთან” საუბრისას ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ვახტანგ ჭარაია აცხადებს, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის დაპირება პენსიის მომატებასთან დაკავშირებით, აბსურდულია.
გარდა ამისა, ექსპერტი ამბობს, რომ პენსიონერებისთვის 400-ლარიანი პენსია, იმდენად სიცრუეა, რომ საქართველოს ბიუჯეტში ეს თანხა არ არსებობს.
“ეს არის აბსოლუტური ტყუილი. იმიტომ რომ ამ ეტაპზე პენსიონერებისთვის 400-ლარიანი პენსიის მომატების შესაძლებლობა

ბიუჯეტში არ არსებობს. ამას სჭირდება 2 მილიარდი ლარი. ეს ნიშნავს, რომ თავდაცვის, განათლების და კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი სამინისტრო  ერთად ავიღოთ. აი, ეს არის ჯამური რიცხვი. ანუ, თუ პენსიონერებისთვის პენსიას 400-ლარამდე გავზრდით, მაშინ უარი უნდა ვთქვათ თავდაცვის სამინისტროზე, განათლების სამინისტროზე და კიდევ იმ უმრავ პროგრამაზე, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. ანუ უარი უნდა ვთქვათ ასეულობით ადამიანზე, რომელიც ამ სამინისტროებშია დასაქმებული. ანუ, მათ არც ხელფასი არ უნდა გადავუხადოთ და არც პროგრამები არ უნდა დავაფინანსოთ. ყოველივე ამის ხარჯზე შეიძლება პენსიონერებს პენსია გავუზარდოთ 400-ლარამდე. ეს შეუძლებელია, მით უფრო, მოკლევადიან პერიოდში. გარდა ამისა, პრეზიდენტის ბიუჯეტი არის მხოლოდ 5 მილიონი ლარი და პენსიონერებს სჭირდებათ 2 მილიარდი ლარი. შესაბამისად, პრეზიდენტს თავისი ინსტრუმრენტებით, ელემენტარულად შესაძლებლობა არ აქვს, რომ ეს გააკეთოს, შესაბამისად გრიგოლ ვაშაძის ეს მესიჯი, რომელიც პენსიონერებს ჰპირდება, არის ტყუილი”, – აცხადებს ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი ვახტანგ ჭარაია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები