“ვითიბი ბანკი” კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გენერალური პარტნიორი გახდა.
„ვითიბი ბანკი” მარჯანიშვილის თეატრის გენერალური პარტნიორი გახდა “ვითიბი ბანკი” კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გენერალური პარტნიორი გახდა.
აღნიშნული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს “ვითიბი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ და მარჯანიშვილის თეატრის დირექტორმა ეკატერინე მაზმიშვილმა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, მარჯანიშვილის თეატრი 90-ე სეზონს “ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით 3 ოქტომბერს იწყებს.
ეკატერინე მაზმიშვილის თქმით, “ვითიბი ბანკის” მხარდაჭერა თეატრისთვის უმნიშვნელოვანესია.
“ეს არის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა, რადგან თეატრი 90-ე სეზონს ხსნის, პაატა ოცხელის დაბადებიდან 110 წლისთავია, ხოლო ვერიკო ანჯაფარიძის დაბადებიდან 120 წლის იუბილეა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როცა ასეთი ორგანიზაცია და ამხელა ბიზნესი გვიდგას გვერდში. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული საზოგადოება აუცილებლად განვითარდება და ექნება გამორჩეული მომავალი”, – განაცხადა ეკატერინე მაზმიშვილმა.არჩილ კონცელიძის განცხადებით, “ვითიბი ბანკი” ძალიან აქტიურია, კულტურის მხარდაჭერაში და ეს არის ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი.
“მოხარულები ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან თანამშრომლობას ვიწყებთ მარჯანიშვილის თეატრთან. ვფიქრობთ, რომ ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა აუცილებელია ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის, რათა კიდევ უფრო მეტი განვითარების საშუალება მიეცეს. ამ თანამშრომლობით ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ საქმეში, რაც, დარწმუნებული ვარ, წარმატების მომტანი იქნება როგორც ჩვენთვის ასევე, მარჯანიშვილის თეატრისთვის”, – განაცხადა არჩილ კონცელიძემ.
3 ოქტომბერს მარჯანიშვილის თეატრი სეზონს სპექტაკლით “ნავიგატორი” ხსნის, რომლის დამდგმელი რეჟისორები ლევან წულაძე და ანა ცუცქირიძე არიან.
მსგავსი სიახლეები
