თბილისის მერიამ მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო

თბილისის მერიამ მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და ყოფილ „მათე მოტორსს“ შორის გაივლის და მარშალ გელოვანს დაუკავშირდება.
თბილისის მერიამ Facebook-ზე ახალი გზის გრაფიკული ვიდეო გამოაქვეყნა.
მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა 15 მილიონი ლარი დაჯდება და სამუშაოების განხორციელებას 7 თვე დასჭირდება.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

Google აუქმებს აპლიკაციას, რომლითაც გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას, ადგილმდებარეობას ვაზიარებდით
