მთელი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ როგორმე 740 ათასი ადამიანი შეიყვანონ შეცდომაში – ვოლსკი

მთელი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ როგორმე 740 ათასი ადამიანი შეიყვანონ შეცდომაში – ვოლსკი

არ მეგულება ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს დაძაბულობის იმ ფორმას და იმ დონეს, რასაც“ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გაერთიანებული ოპოზიციის აქციას.

“ისინი გულისხმობენ მოლაპარაკებას ვაშაძის გაპრეზიდენტების და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე. იმაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს მილიონ 150 ათასი ადამიანი, რომელმაც სხვა არჩევანი გააკეთა. მთელი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ როგორმე 740 ათასი ადამიანი, მათი მხარდამჭერები შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს რაღაც ლეგიტიმური გზით მიდიან. ოპოზიციაში იქნება პარტიები, იქნება ხალხი, ვისაც სხვა მოსაზრება აქვს, მაგრამ არ მგონია, იყოს ხალხი, ვისაც ის სისხლისღვრა უნდა, რომელსაც სააკაშვილი გვთავაზობს. დღეს კარგად დავინახეთ სერიოზული სხვაობა გარკვეულ პოზიციებს შორის: ერთნი საუბრობენ ლეგიტიმურ, კანონიერ გზაზე, მეორენი დაძაბულობაზე, რასაც სააკაშვილი მოუწოდებს. არ მეგულება ადამიანი, რომელიც მხარს უჭერდეს დაძაბულობის იმ ფორმას და იმ დონეს, რასაც“ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს, მათ შორის, თუნდაც ძალიან მოკრძალებულად, მაგრამ ვაშაძეც ამ პოზიციას იზიარებს.

სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, ვისაც რაღაც მნიშვნელოვანი აქვს გაკეთებული, მაშინ, როდესაც ვაშაძეს ყველაზე მაქსიმუმი რაც ჰქონდა გაკეთებული, ეს იყო უცხოეთში ჯგუფებთან ერთად ყოფნა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები