საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას „ქართული ოცნების“ დეპუტატი ოთარ არბოლიშვილი “პატრიოტთა ალიანსისის” დეპუტატს ზაზა ჩაჩანიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა. არბოლიშვილის თქმით, “ზაზა ჩაჩანიძე როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე იყო სოციალურ პაკეტებს თავის თავზე ირგებდა”.
“მაშინ სად იყო გიორგი გიუაშვილი, ამას რატომ არ აკრიტიკებდა?!” – იკითხა არბოლიშვილმა და გიუაშვილს წყლის ბოთლი ესროლა.
საკრებულოში გიუაშვილმა პოლიცია გამოიძახა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.