მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის განცხადებით, პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული.

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის განცხადებით, პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული.

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის განცხადებით, პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული. მას საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების ვალდებულება არ აქვს, თუმცა მას სასამართლოში მისვლა მაინც მოუწევს. ვასაძის განმარტებით, არსებობს კითხვები ფონდ “იავნანას” საქმიანობასთან დაკავშირებით. დადგება თუ არა ბურჭულაძის პასუხიმგებლობის საკითხი, ვასაძე პროგნოზს არ აკეთებს.

„ბურჭულაძე დაბარებულია მოწმის სახით მთავარი პოკურატურის საგამოძიებო ნაწილში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე. მოგეხსნებათ, მოწმის სახით ჩვენების მიცემა ნებაყოფლობითია. ბურჭულაძემ და მისმა ადვოკატმა საჯაროდ განაცხადეს, რომ უარს აცხადებენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე. კანონმდებლობის სრული დაცვით, მისი გამოკითხვა სასამართლოში მოხდება“ – განაცხადა მამუკა ვასაძემ.

მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცეპრეზიდენტის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები