საქართველო-ესტონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

საქართველო-ესტონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი საქართველოში ჩამოვიდა. ესტონელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ კოლეგას ესტონეთის დამოუკიდებლობის ასი წლის იუბილე მიულოცა და მრავალწლიანი პოლიტიკური თუ პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა ესტონეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, თანამშრომლობის გეგმის მიხედვით ესტონეთი სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების რეფორმირების პროცესში აქტიურად ჩაერთვება.

იური ლუიკის განცხადებით, რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ესტონეთსაც საქართველოს მსგავსი თავდაცვის მოდელი აქვს პროფესიულ და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან მიმართებაში.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი გმირთა მემორიალზეც იყო და გვირგვინით შეამკო.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები