,,ყველანი შეძრწუნებულნი ვართ ახალგაზრდა გოგონას სასტიკი მკვლელობით. ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის გახშირებული შემთხვევები უკვე ურთულეს პრობლემად გვექცა”-დავით ასათიანი

,,ყველანი შეძრწუნებულნი ვართ ახალგაზრდა გოგონას სასტიკი მკვლელობით. ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის გახშირებული შემთხვევები უკვე ურთულეს პრობლემად გვექცა”-დავით ასათიანი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებით, ბრალდებულის ადვოკატის მხრიდან თემქაზე მოკლული გოგოს პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება მიუღებელია. მისი თქმით, მსგავსი ფაქტების გამოსარიცხად, ადვოკატთა ასოციაცია ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს. ამის შესახებ ის Facebook-ში საკუთარ გვერდზე წერს.

“ყველანი შეძრწუნებულნი ვართ ახალგაზრდა გოგონას სასტიკი მკვლელობით. ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის გახშირებული შემთხვევები უკვე ურთულეს პრობლემად გვექცა, რაზეც სასწრაფო რეაგირებაა საჭირო როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან.

ორმაგად მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება მოხდა ადვოკატის მხრიდან, რაც მიუღებელია და არ შეესაბამება ადვოკატის როლსა და საქმიანობის პრინციპებს.

ადვოკატს, კლიენტის ინტერესების დაცვის გარდა, გააჩნია განსაკუთრებული საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ხარისხიან მართლმსაჯულებაზე, რაც ასევე გულისხმობს ადამიანის პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლების მკაცრად დაცვასაც, მით უფრო მაშინ, როდესაც გარდაცვლილის შელახული პირადი უფლების აღდგენა ვერ განხორციელდება.

მინდა საზოგადოების გასაგონად განვაცხადო, რომ ქართველ ადვოკატთა უმრავლესობა თავდადებით შრომობს მოქალაქეთა დასაცავად და სწორად ესმის საკუთარი როლი, თუმცა, სამწუხაროდ, არის გამონაკლისი შემთხვევები და შეცდომები, ხანდახან მძიმეც, რაც გულწრფელად მაშფოთებს. ადვოკატთა ასოციაცია მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას, რათა გამოირიცხოს მსგავსი ფაქტები“, – წერს ასათიანი.

22 თებერვალს, გამთენიისას, თემქაზე გოგო კორპუსის უკან პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს.  21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი იმავე დღეს დააკავეს.

საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილს თავისა და კისრის არეში დანით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული.

როგორც პროკურორმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა, რომელსაც მოკლულთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, გოგონა შურისძიების მოტივით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გრიგალაშვილის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დასაცავად, მოტივის აღწერისას გარდაცვლილის პირადი ცხოვრების დეტალები გაასაჯაროვა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები