მიმდინარე წელს, 4 თვის განმავლობაში ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნებიდან რეადმისიას საქართველოს 1 260 მოქალაქე დაექვემდებარა

მიმდინარე წელს, 4 თვის განმავლობაში ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნებიდან რეადმისიას საქართველოს 1 260 მოქალაქე დაექვემდებარა

შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის შედეგად ირკვევა, რომ 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით, რეადმისიის მოთხოვნით მიღებულია 1290 განაცხადი, აქედან 1260-ს თანხმობა ეთქვა, 30-ს (2,3%) – უარი.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი – 854 მოქალაქე საქართველოში გერმანიიდან დააბრუნეს. შემდეგ მოდიან საფრანგეთი (105), ჰოლანდია (102), ავსტრია (88), შვედეთი (29), საბერძნეთი (21).

რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე ანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების საქართველოში რეადმისირების ხარჯები ანაზღაურებულ იქნა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, წარმოდგენილი მონაცემები არ ასახავს საქართველოში რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში დაბრუნებულ პირთა მონაცემებს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1 მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე, ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში აბრუნებენ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები