თიბისი ადასტურებს, რომ ეროვნულმა ბანკმა 1 მილიონით დააჯარიმა

თიბისი ადასტურებს, რომ ეროვნულმა ბანკმა 1 მილიონით დააჯარიმა

თიბისი ბანკის ჯგუფი (“TBC PLC”) ადასტურებს, რომ მისი შვილობილ კომპანია თიბისი ბანკში ეროვნულმა ბანკმა ინსპექტირება განახორციელა 2007 და 2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით. ამის შესახებ თიბისი ბანკის ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამია, რომელიც კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, ინსპექცია ეჭვობს, რომ ეს ტრანზაქციები თიბისი ბანკსა და ზოგიერთ ორგანიზაციას შორის (რომლებიც ეროვნული ბანკის აზრით თავმჯდომარესა და ვიცე-თავმჯდომარესთან იყო დაკავშირებული) საქართველოს კანონმდებლობასთან კონკრეტულად კი ინტერესთა კონფლიქტის რეგულაციასთან ტექნიკურად შესაბამისობაში არ მოდის.

თიბისი ბანკის ჯგუფის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა ამ ტრანზაქციების კანონიერება 2008 წელს უკვე გადაამოწმა და მაშინ ამას არავითარი ზომა არ მოჰყოლია. თუმცა განცხადების მიხედვით, ეროვნულმა ბანკმა ახლა თიბისი 1 მილიონი ლარით დააჯარიმა და ამ ეტაპზე უცნობია აპირებს თუ არა ზედამხედველი დამატებითი სანქციების დაწესებას.

განცხადების თანახმად, თიბისიმ ეს ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც მისი გადახდა შეაჩერა.

თიბისი ბანკის ჯგუფი ასევე აცხადებს, რომ მთავარმა პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. თიბისი ბრალდებებს უარყოფს და თავისი პოზიციის დაცვას აპირებს. ჯგუფი არ ელის, რომ ეს მოვლენები მატერიალური ზარალს გამოიწვევს.

 TBC PLC ინგლისსა და უელსში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული. თიბისი ბანკი სწორედ ამ კომპანიის შვილობილია. 

8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პროკურტაურამ ბანკიდან მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დოკუმენტაცია ამოიღო.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები