პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის შეფასებით გურამ კაშიას სამკლაურის გამო ლგბტ თემის მხარდამჭერ კამპანიას გადაჭარბებული რეაქცია მოჰყვა.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის შეფასებით გურამ კაშიას სამკლაურის გამო ლგბტ თემის მხარდამჭერ კამპანიას გადაჭარბებული რეაქცია მოჰყვა.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის შეფასებით გურამ კაშიას სამკლაურის გამო ლგბტ თემის მხარდამჭერ კამპანიას გადაჭარბებული რეაქცია მოჰყვა. ინფორმაციას გამოცემა “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

“შესაბამისად, გადაჭარბებულად მოხდა თუნდაც დროის რესუსრსის დათმობა აღნიშნული თემისთვის. ჩემი პოზიციაა – არა ძალადობას და არა ლგბტ პროპაგანდას”, – თქვა მარიამ ჯაშმა.

ჯაშის მოსაზრებით, საზოგადოებაში იმაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს, ვიდრე კაშიას წინააღმდეგ გამართული აქცია და ლგბტ თემის მხარდაჭერაა.

“ჩვენს საზოგადოებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის გარშემოც საკმარისი საზოგადოებრივი ჩართულობა არ გვაქვს, ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი, რომელიც ადამიანის უფლებებს მოიცავს. ეს, ბუნებრივია, ასევე მოიცავს ნებისმიერი ქვეყნის კულტურული საფუძვლების და ტრადიციულ ჭრილში განხილვას. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი, რომელსაც არ სჭირდება ასეთი დაპირიპირებული პოზიციები”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ფეხბურთელმა გურამ კაშიამ LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით 16 ოქტომბერს იასპარეზა, რის გამოც გულშემატკივრების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. მოგვიანებით, ფეხბურთელმა მათ კრიტიკას უპასუხა: ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იგებს”, – განაცხადა კაშიამ ჰოლანდიური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. მოგვიანებით, მან სამკლაურის გაკეთების მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა.

გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს ფეხბურთის ფედერაციამ, ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემკოლეგებმა და სპორტულმა ჟურნალისტებმა.

გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.

ფეხბურთელის წინააღმდეგ 31 ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციასთან ქართულმა მარშმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მარშის წევრები პოლიციას დაუპირისპირდნენ. შედეგად 8 პირი დააკავეს, თუმცა სასამართლომ 1 ნოემბერს ისინი დარბაზიდან გაათავისუფლა და პროცესი 30 ნოემბრამდე გადადო.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები