მამუკა მდინარაძის განცხადებით, “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, ბევრ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, ბევრ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო და ბოლოს ორი სადავო საკითხი დარჩა, რომელიც სტარტაპებისა და კომერციული რეკლამის თემებს ეხება.
მისივე თქმით, საბოლოოდ, გუნდის დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა იმას, რომ კანონპროექტი არსებული ფორმით გასულიყო.
“მესამე მოსმენა და პრეზიდენტის გადაწყვეტილება წინ გვაქვს და პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ყურადღებით გავეცნობით. გამორიცხული არაფერია, თუმცა ვფიქრობთ, ვეტოს დადების შემთხვევაში, თუ ვეტოც გადავლახეთ და კანონი ძალაში ასე დარჩება, ჩვენ დაკვირვების საშუალება გვაქვს და პროცესებს დინამიკაში შევხედავთ. თუ ერთი წლის განმავლობაში, დაანონსებული რეფორმა და კანონპროექტიდან გამომდინარე რეალური საქმე არ გაკეთდა, კანონიც ჩვენს ხელშია”, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით განხილვას დღევანდელ სხდომაზე გეგმავს.
მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემდეგ, გუშინ გიორგი მარგველაშვილი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდა.
მსგავსი სიახლეები
ლაშა ხუციშვილი-„კანონპროექტი აწესებს გარკვეული ტიპის რეგულაციებს იმისთვის, რომ სრულად მოხდეს დისტანცირება არასრულწლოვნების, ასევე, 21 წლამდე პირების ამ თამაშებიდან“

კახა კალაძე – ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია

ლევან გოგიჩაიშვილი: „ნაცმოძრაობასთან” კოალიციაში მყოფ პარტიებს განცდა აქვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მშიერს არ დატოვებს
