“არსებობენ პარტიები, რომლებსაც არაფერი აინტერესებთ, გარდა საკუთარი მიღწევებისა”

“არსებობენ პარტიები, რომლებსაც არაფერი აინტერესებთ, გარდა საკუთარი მიღწევებისა”

არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ ქვეყნის წინაშე და არსებობენ პარტიები, რომლებსაც არაფერი აინტერესებთ, გარდა საკუთარი მიღწევებისა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პანდემიის პირობებში პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველამ კარგად ნახა, თუ როგორი აქცია ჩატარდა ბათუმში პირბადეების და დისტანციის გარეშე.

არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე. არსებობენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ ქვეყანაზე არაფერი არ აინტერესებთ, გარდა საკუთარი რაღაც მიღწევებისა. ვნახეთ, თუ როგორი აქცია ჩატარდა ბათუმში ყოველგვარი პირბადეების გარეშე, ყოველგვარი მოთხოვნების და დისტანციის დაცვის გარეშე. თუმცა, მაგალითად, „ევროპულმა საქართველომ“ თავიანთ ამომრჩევლებთან შეხვედრა გააუქმა. აქ გამოიხატება ზოგადად პარტიების მიდგომა და დამოკიდებულება ქვეყნის, ასევე საზოგადოების და მოსახლეობის მიმართ“, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები